13 ივლისი, 2023

ბრუნო ვეფხვაძის ნახატი სოთბის აუქციონზე

bruno-vefxvadzis-naxati.gifუნიჭიერესი მხატვრების ვეფხვაძეების დინასტიის წარმომადგენელი ბრუნო ვეფხვაძე მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. მისი ნამუშევარი „რომაული გაზაფხული“ წარდგენილია სოთბის აუქციონზე. აუქციონი 14 ივლისს დაიწყება.

ნამუშევარი წელს მე-16 საერთაშორისო კონკურსის ARC Salon (აშშ) ნატურმორტის კატეგორიის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

კონკურსის ორგანიზატორის Art Renewal Center-ის ეგიდით აუქციონზე გატანილია 60 ნამუშევარი 25 ქვეყნიდან – ძირითადად გამარჯვებული და ფინალისტი ნამუშევრები. აუქციონის პარალელურად ნიუ-იორკში სოთბის საგამოფენო დარბაზში გამოფენა გაიმართება.