21 ივნისი, 2023

ზაირა არსენიშვილის უარი სიყვარულს

zaira-arseni.jpgალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ არაჩვეულებრივმა მწერალმა ზაირა არსენიშვილმა უარი თქვა სიყვარულზე და მთელი ცხოვრება მარტო ყოფნა არჩია. მან საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო – ოჯახი არასდროს შეუქმნია, არც შვილი დარჩა – ამის მიზეზი თავისუფლების სიყვარულია.

ზურაბ არსენიშვილი, ზაირა არსენიშვილის ბიძაშვილი:

“ახალგაზრდობაში შეყვარებული ჰყავდა. „რეკვიემშიც“ მოხვდა ის კაცი, მაგრამ ოფიციალურად მეუღლე არასდროს ჰყოლია. მე ვერ შევძლებო, ამბობდა. ხომ არსებობს გარკვეული ფორმალობა – ცოლი, ქმარი, მორჩილება…

ის სულ სხვა ყაიდის ადამიანი იყო, მაგრამ ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა – უამრავი მეგობარი ჰყავდა.

რაც მთავარია, აისრულა თავისი ოცნება, სამი წიგნი უნდა დავტოვოო, იძახდა. სამი კი არა, მეტიც დატოვა.”