ფრიდონ ხალვაშის გენიალურად ნათქვამი

პოეტმა ფრიდონ ხალვაშმა გენიალური სიტყვები მიუძღვნა ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც თურქეთში ცხოვრობენ.

თურქეთში მცხოვრები ჩვენებურები საქართველოს მემლექეთს ეძახიან, – ეს არის პოეტის მინაწერი არაჩვეულებრივ ლექსზე “მითხარ, როგორაა მემლექეთი”:

“მითხარ, როგორაა მემლექეთი,
ჩემი სანატრელი საქართველო,
რამე იმნაირი გამაგონე,
გული დაკოდილი გავამთელო.
მითხარ, როგორაა მემლექეთი,
მე სულ მისი ფიქრით დავდიოდი,
ახლად დავიბადე, თბილისიდან
ხმა რომ დავიჭირე რადიოთი.
კაი მექართულე ვეღარა ვარ,
მაგრამ სული მიდუღს იმოდენა,
რომ შიგ სიტყვა მარად მშობლიური,
როგორც გაზაფხული, იტოტება.
მითხარ, როგორაა მემლექეთი,
მცხეთა, ქობულეთი, კახაბერი,
იგი ნიადაგ თუ არ ვახსენე,
მაშინ ერთი წუთიც დამაბერებს.
ლუკმა არ მაკლია, მართალია,
მაგრამ სამშობლოთი ღარიბი ვარ,
აი, ამნაირად, უსიცოცხლოდ,
მთელმა სიცოცხლემაც გაირბინა.
მითხარ, როგორაა მემლექეთი,
აქ ჩვენ არ გეგონოთ ჩამქრალები,
იზმითს ეგეოსის ნაპირებზეც
ვაგეთ საქართველოს სახლკარები.
მითხარ, როგორაა მემლექეთი,
ჩემი სანატრელი საქართველო,
რამე იმნაირი გამაგონე,
გული დაკოდილი გავამთელო.”