უნიკალური და უმნიშვნელოვანესი ოთხთის ტაძარი იძირება. ამის მიზეზი ჰესის წყლის დონის მატებაა.
გოგა ჩანადირი:
“სულ უფრო და უფრო მატულობს ჰესის წყლის დონე ოთხთის ტაძრის მიმდებარედ, კავკასიძეების ციხესთან.
იმედია, ეს უმნიშვნელოვანესი ძეგლი არ ჩაიძირება. ამ პატარა ტაძარში ფრესკები და ქართული წარწერაა შემორჩენილი.
წყალს რაც შეეხება, ჯერ კიდევ მარტში, 2023 წელს ციხის ძირას ოთხთისკენ მიმავალი გზა იყო, გარშემო კი სოფელი, აპრილში უკვე მხოლოდ ალვის ხეები დქ გაუქმებული გზა ჩანდა. ახლა მხოლოდ კლდის ზედა ნაწილი.
გზა შეიცვალა და ძეგლს უკვე ზემოდან ვხედავთ.
თქვენ წინაშეა კავკასიძეების ციხის ზუსტად 2022 და 2023 წლის 10 ივნისს გადაღებული ფოტოები. შეადარეთ განსხვავება.
2023 წელი
2022 წელი