იტალიაში კატანიის ბელინის საოპერო თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ოპერა “დაისი” იტალიურად აჟღერდა.
რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ იტალიელ მსმენელს უკვდავი ოპერის პრემიერა წარუდგინა. კატანიის ბელინის საოპერო თეატრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სპექტაკლი თეატრის რეპერტუარში დარჩება.