4 მაისი, 2023

ყველაზე მართალი ტარიელ ჭანტურია

ყველაზე მართალი, ყველაზე გულწრფელი, ყველაზე ზუსტი – ეს სიტყვები პოეტ ტარიელ ჭანტურიას ყველაზე მეტად შეეფერება.

„ათასნაირი არის მწერალი!
ათასნაირი არის მწვერვალი! –
თუნდაც აკაკი! თუნდაც პუშკინი!
თუნდაც გონგორა! თუნდაც ნერვალი…
მრავალნაირი არის ასაკი!
თუნდაც – რუსთველის! თუნდაც – ბალზაკის!
გოგო – ოცი წლის! კაცი ასი წლის!
დილა – ზღაპარი! ღამე – ფარსაგი…
ფერი – ყვითელი! ფერი – კაპასი!
ფერი – გოდება! ფერი – ლოცვანი!
ვთქვათ, რაფაელი! ვთქვათ, კაკაბაძე!
ვთქვათ, ბოტიჩელი! ვთქვათ ფიროსმანი…
ფიცი – მართალი. სიტყვა – ირიბი.
ღიმილებს შენსას ფარავდეს ღმერთი!
ნეტა მომასწრო შენს კლონირებას –
რად უნდა იყო შენ მხოლოდ ერთი…“