23 მაისი, 2023

იოსებ ნონეშვილის არაჩვეულებრივი წერილი

პოეტ იოსებ ნონეშვილს სრულიად დამსახურებულად უწოდებენ ყველაზე ალალს, მართალს, პატიოსანს, წესიერსა და კეთილ ადამიანს. ქუჩაში ყველას ესალმებოდა და თავს უხრიდა.

მისი უბრალოების დასტურია არაჩვეულებრივი პატარა წერილი,  რომელსაც “არტ ინფო” გთავაზობთ:

“ღმერთს ყოველთვის გულმხურვალედ ვთხოვ, რომ ადამიანად დავრჩე და სარკეში რომ ჩავიხედავ, ჩემი თავის არ შემეშინდეს…

ყოველთვის ვთხოვ რომ მისი, უფლის საქმეებისა და სიტყვის ერთგულ გუშაგად და მცველად დავრჩე…

ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტი,
ეცადნენ და ვერ გამხადეს ფლიდი…
წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდე,
თურმე ესეც გმირობაა დიდი.”