17 აპრილი, 2023

რატომ არის აღდგომა უდიდესი დღესასწაული?

agdgoma.jpg– რატომ არის აღდგომა უდიდესი დღესასწაული? – ამ კითხვაზე არაჩვეულებრივი პასუხი აქვს პოეტ ლაშა მარგიანს:

“რატომ არის აღდგომა უდიდესი დღესასწაული?
იმიტომ,
რომ სიცოცხლის ზეიმი დაბადებაში კი არ არის,
სიცოცხლის ზეიმი მკვდრეთით აღდგომაშია…”

***

“რა მნიშვნელობა აქვს,
დედამიწას რამდენი საფლავი ამძიმებს,
ქრისტეს აკლდამა ცარიელია.
განა იმის ნიშნად,
რომ ის არ მომკვდარა,
არამედ ნიშნად იმისა,
რომ ის მკვდრეთით აღდგა…”