“ამერიკის ვარსკვლავი” სულ უფრო და უფრო უახლოვდება ფინალს და კონკურსანტებშის რაოდენობაც თანდათან მცირდება.
25-წლიანი ისტორიის შოუში ერთადერთმა უცხოელმა კონკურსანტმა ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ 12 კონკურსანტის შესარჩევ ტურში ჯენიფერ ჰადსონის “And I Am Telling You” კინოფილმიდან “Dreamgirls” შეასრულა, ჟიურის სამივე წევრი ფერზე წამოაყენა და დამსწრე საზოგადოების მქუხარე ოვაციებიც დაიმსახურა.
ნუცა ხმების რაოდენობით ტოპ 12-ში ვერ მოხვდა. ის ერთ-ერთ სხვა ამერიკელ კონკურსანტთან ერთად ჟიურიმ თავისი ორადგილიანი კვოტით მომდევნო ტურში გადაიყვანა.
ჟიურის წევრებიდან ნუცას გამოსვლა მხოლოდ ლიუკ ბრაიანმა შეაფასა:
“წარმომიდგენია, რამხელა წნეხის ქვეშ ხარ, შენ ეს გააკეთე ყველაზე მაგრად.”