ჯულიეტა მაზინას უძვირფასესი სიტყვები ფედერიკო ფელინიზე

მსოფლიო კინოს გამორჩეული და ლეგენდარული წყვილი ჯულიეტა მაზინა და ფედერიკო ფელინი დღემდე ახსოვს და უყვარს მაყურებელს.

საყვარელ მამაკაცს უნიჭიერესმა და ულამაზესმა მსახიობმა საოცარი სიტყვები მიუძღვნა:

“მე და ფედერიკოს ვერ დაგვარქმევენ ოჯახს – არც მემკვიდრე, არც ახლო ნათესავი… ჩვენ უფრო წყვილი ვართ, ორი უახლოესი ადამიანი, რომელიც ურთიერთშეთანხმებულად ცხოვრობს.

არადა, განვსხვავდებით კიდეც: მე ლაპარაკი მიყვარს, ის – სიტყვაძუნწია. მე მოგზაურობა მიყვარს, ის – ვერ იტანს. მე მუსიკას სიამოვნებით ვუსმენ, მას კითხვა ურჩევნია.

ხშირად მეკითხებიან: – როგორ ცხოვრობ გენიოსთან ერთად, რთული არ არის?

მე ვპასუხობ: – სულელთან ცხოვრება უფრო გამიჭირდებოდა.”