22 აპრილი, 2023

ჯანსუღ ჩარკვიანისა და გურამ ფანჯიკიძის მხიარული ისტორია

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი და მწერალი გურამ ფანჯიკიძე ფეხბურთის დიდი ქომაგები იყვნენ. დათო ყიფიანმა მათ ფეხბურთელების სურვილი გადასცა – ქომაგებთან შეხვედრა სურდათ. მხიარული ისტორია თაკო ჩარკვიანმა იუმორისტ ვანო ჯავახიშვილთან სტუმრობისას გაიხსენა:

“ჯანსუღი და დათო ყიფიანი მეგობრობდნენ. ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო გურამ ფანჯიკიძეც. ერთხელ დათო ყიფიანმა უთხა ჯანსუღს, ბიჭებმა თქვეს, შეხვედრა გვინდაო.

შეხვედრაზე გურამი და ჯანსუღი რომ მივიდნენ, ფეხბურთელებს გასვლითი თამაში ჰქონიათ. რამდენიმე ადამიანი გამოვიდა, ჩამოართვეს ხელი, ბატონო ჯანსუღ, მე დარასელიას დუბლი ვარო, მეორემ – მე შენგელიას დუბლი ვარო. ჯანსუღმა ხელი გაუწოდა და ჩვენც დუბლი ვართ, “ასნავნოი” მთაწმინდაზეაო.”