4 აპრილი, 2023

იამაყეთ ქართველი მსახიობების მსოფლიო წარმატებით

ქართველი მსახიობები  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი მედია კომპანიის “ნეტფლიქსის” ახალ მძაფრსიუჟეტიან ფილმში გადაიღეს.

ცნობილ ავსტრალიელ მსახიობთან კრის ჰემსვორთთან ერთად ფილმში მონაწილეობენ თორნიკე გოგრიჭიანი, დათო ბახტაძე, თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, ანდრო ჯაფარიძე, თორნიკე ბზიავა…

სასიხარულო ინფორმაცია ელენე ქორიძემ გაავრცელა:

“აი, ესეთი მაგარი ამბავი – 2023 წლის ზაფხულში მაყურებელი ეკრანზე ნეტფლიქსის ახალ მძაფრსიუჟეტიან ფილმს “Extraction 2″/ “დახსნა 2-ს” იხილავს, სადაც მთავარ როლს ავსტრალიელი მსახიობი, კრის ჰემსვორთი ასრულებს.

ფილმში ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ერთ-ერთ მთავარ როლს ქართველი მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი თამაშობს. ეკრანზე ასევე ვიხილავთ: დათო ბახტაძეს, თინა დალაქიშვილს, ირაკლი კვირიკაძეს, ანდრო ჯაფარიძეს, თორნიკე ბზიავას, მარიამ და მართა კოვზიაშვილებს და 20-მდე ქართველი მსახიობს.”