ფილოლოგი გია მურღულია ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატარა და ძალიან საყურადღებო წერილს გვთავაზობს:
“როცა ბზობას ვდღესასწაულობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა შესანიშნავ დახვედრას შეიძლება ჯვარცმა მოაყოლონ – წუთისოფელი ასეთია.
საგალობლებიდან ლურსმნების ჩაჭედების ხმამდე ერთი ნაბიჯია.
იქ, სადაც ღმერთი არ არის დაცული, ადამიანს ვინ დაიცავს?
და მაინც:
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ჯვარცმასაც ხომ აღდგომა მოსდევს!
იესო ყოველთვის იმარჯვებს.”