14 აპრილი, 2023

დღე, როდესაც ღვთისმშობელს არაფერი უნდა სთხოვოთ

წითელი პარასკევი არის დღე, როდესაც ღვთისმშობელს არაფერი უნდა სთხოვოთ – ამ დღეს მას გულზე ჯვრიდან გადმოხსნილი შვილი უწევს.

უფლის დედას უძვირფასესი სიტყვები მიუძღვნა ნათია ბილანიშვილმა:

“დღეს არ სთხოვო,
ღვთისმშობელი დაღლილია,
გულზე
ჯვრიდან გადმოხსნილი,
შვილი უწევს.
დღეს არ სთხოვო,
ყველა სიტყვა უძლურია,
მიწა ისევ დაატარებს
ცოდვის სურნელს.
დღეს დედაა…..
სულ უბრალო,
დედა ჯვართან,
ცრემლიანი,
უსამართლოდ მოკლულ შვილით…
დღეს არ სთხოვოთ …
ღვთისმშობელო მაპატიე….
ვერ მოგისმენს,
განუწყვეტლივ რადგან ტირის.
სტკივა ისე…
ზეციური საჩუქარი.
დღეს, რაც არ უნდა გაწუხებდეს
არ გაბედო…
ამაოა, მასთან შენი სატკივარი.
დღეს არ სთხოვო …
ღვთისმშობელი დაღლილია…
დღეს გაწირეს
შვილი მისი საფიცარი,
ყველაფერი გვაპატია
ღვთისმშობლელმა,
მხოლოდ ამ დღეს,
დაივიწყეთ სათხოვარი.”