3 მარტი, 2023

ვახტანგ ჯავახაძე დედაზე

არაჩვეულებრივმა პოეტმა ვახტანგ ჯავახაძემ დედაზე ძალიან ლამაზი ლექსი 1960 წელს დაწერა:

“დედა უეცრად სხვაგან წავიდა,
ოჯახში საქმე დაგროვდა ბევრი,
არავინ არი –
სკამს და მაგიდას
რომ გადაწმინდოს სამი დღის მტვერი.
ზოგჯერ მეზობლის ლამაზი ლედი
შემოვა,
სიტყვას არ იტყვის ზედმეტს,
მე ვესალმები
მეზობელს კეთილს,
როგორც შეჰფერის
ჭეშმარიტ ჯენლტმენს.
ხანდახან
ხარბი თვალი გამირბის –
ქალის მდიდარი სხეულით სავსე,
დაფეთებული მზერა ღარიბი
აწყდება კედლებს,
აწყდება ვაზებს…
მაგრამ საეჭვო შუქით აღსავსე
სარკეებიდან
მაფრთხილებს დედა,
რომელიც მკაცრი თვალით აფასებს
ჩემი ცხოვრების ყოველგვარ დეტალს,
მე კი სიტყვას და
ადგილს დავეძებ,
და მხოლოდ ადგილს ვპოულობ შემდეგ,
შემდეგ
გავდივარ სუფთა ჰაერზე,
როგორც შეჰფერის
ჭეშმარიტ ჯენლტმენს.”