19 მარტი, 2023

შალვა ამონაშვილის უძვირფასესი ჩანაწერი

შალვა ამონაშვილის თითოეულ სიტყვას ქართული საზოგადოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი ჰუმანური აზროვნების ძალიან კარგ მაგალითს გვიზიარებს:

შენ ხუთი ტალანტი მომაბარე,
მე კი ათს დაგიბრუნებ

“არ იმათხოვრო მარჯვენავ ჩემო!
რატომ ხარ საწყალობლად გაშვერილი უფლისკენ და ევედრები:
“მომეც მე! “მომეც მე!”
რა გინდა მისგან, განა დაგაკლო რამე?
მოგცა გონება, გული, სიყვარული,
მოგცა ქვეყანა, დაგასახლა ადამიანთა შორის.
გეცოტავება?
რატომღა შესთხოვ წარმატებას, დიდებას, ქონებას?
თანაც დგეხარ მისი ხატის წინაშე
ცხვირჩამოშვებული მათხოვარი:
“შემხედე, უფალო, რა უბედური ვარ!”
იღვაწე და მოგეცემა ყველაფერი,
მან უკეთ იცის, რა გჭირდება.
ნათქვამია: “უნდა გასცე, რომ მოგეცეს.”
მიართვი უფალს შენი ძღვენი,
შენი სულისა და ზნეობის ყველა ხინჯი და მანკიერება:
შური და სიძულვილი, გაღიზიანება და უნდობლობა,
სიხარბე და ეჭვიანობა,
მიართვი ყველაფერი,
რაც შენს ადამიანობას არ ამშვენებს,
დამშვენდი და მოგეცემა წყალობა.
ახედე ცოცხალ ცას და სიხარულით აუწყე:
“მე უკვე გზაში ვარ, უფალო ღმერთო ჩემო,
შენ ხუთი ტალანტი მომაბარე,
მე კი ათს დაგიბრუნებ!”