27 მარტი, 2023

საზეპირო მუხრან მაჭავარიანისგან

გენიალურმა პოეტმა მუხრან მაჭავარიანმა ჯერ კიდევ 1992 წელს დაწერა ლექსი “კუბოს კარს მიღმაც!”, რომლის თითოეული სიტყვა თავისი ცხოვრების მეგზურად აქცია.

უძვირფასესი სიტყვები პოეტმა საზეპიროდ დაგვიტოვა, რადგან ყოველთვის გვახსოვდეს, რომ არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს:

“კუბოს კარს მიღმაც! –
(იქაც კი, ვით აქ, – კუბოს კარამდე)
არამც და არამც! –
არ გავკმენდ მე ხმას! –
ვერ დამადუმებს მე მოძალადე!

კუბოს კარს მიღმაც! –
(იქაც კი, – ვით აქ)! –
ჩემი ზარს დასცემს ხმა მოძალადეს!”