პოეტმა და მთარგმნელმა რენე კალანდიამ თავისი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა ლექსში “მთავრობები და პოეტი”:
“ყველა მთავრობის ჯინაზე
აღარ ვყოფილვარ სინაზე
დაბმული ძაღლი: რკინაზე,
ოქრო-ვერცხლზე, კარგ ბინაზე.
არ გამიცვლია მამული
ტრამალზე – ქინაქინაზე,
არ ამიწონავს წარსული
აწმყო – „ბარიგის“ პინაზე…
არ ვმდგარვარ- სულგანაბული
მათ ტყორინ-ბუზინ-რსინაზე…
ყოვლადძლიერო, ყაბულს ვარ
შენს სხივზე – პაწაწინაზე…”