4 მარტი, 2023

ქართველი მეცნიერების უნიკალური აღმოჩენა ლიბანში

ქართველი მეცნიერები ლიბანში უნიკალური აღმოჩენის მომსწრენი გახდნენ.

გიორგი კალანდია, ისტორიკოსი:

“ქართველი მეცნიერები ლიბანში უნიკალური აღმოჩენის მოწმენი გავხდით. სამეცნიერო ექსპედიციამ, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს ბეირუთთან ახლოს მდებარე XVIII საუკუნის მონასტერში 4 ქართულ ხელნაწერს მიაკვლია…

ერთ-ერთი ქართული ხელნაწერი XX საუკუნის დასაწყისში ქართველმა სასულიერო პირმა და მეცნიერმა შალვა ვარდიძემ შეისწავლა, დანარჩენი სამის არსებობა კი ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის საერთოდ უცნობი იყო.

მთელი დღის განმავლობაში ნანა მირაშვილს, სორბონის უნივერსიტეტის დოქტორს, აღმოსავლეთმცოდნე თამარ დემეტრაშვილს და მე საშუალება მოგვეცა ეს ხელნაწერები შეგვესწავლა. საქართველოს კულტურის სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმების თანახმად კი ტაძრის ბიბლიოთეკა ყველა ხელნაწერის ციფრულ ასლს, ანუ 2 ათასზე მეტ ფოტოს ქართულ მხარეს გადასცემს!

ეს დიდი გამარჯვებაა, რადგან ქართველ მეცნიერებს ჩვენი ეროვნული საგანძურის სრულფასოვნად შესწავლის საშუალება მიეცემათ… ვულოცავ საქართველოს ამ გასახარ და მნიშვნელოვან ამბავს.”