მსახიობი ზეიკო ბოცვაძე მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად ელოდა პირველ მარტს, რათა ყველა თავისი მეგობრისთვის დაერეკა და ეხარებინა: “და ხომ მაინც მოვიდა გაზაფხული”.
ილია ფერაძე:
“ჩვენი ყველას საყვარელი, დაუვიწყარი ზეიკო ბოცვაძე. ზამთრის ნაცრისფერი დღეების შემდეგ, 1 მარტს ჩამოურეკავდა ჩვენ სამეგობრო წრეს, სიტყვებით: “და ხომ მაინც მოვიდა გაზაფხული” და ეს იყო: ბუნებისთვის-გამოღვიძების, ხოლო ჩვენთვის – ლხინის, სიყვარულის და ქეიფის განახლების სიგნალი.”