ულამაზესსა და უნიჭიერეს ლიკა ქავჟარაძეზე არაერთი ამბავი თუ ისტორია მოგვისმენია, თუმცა მოგონება, რომელსაც მისი შვილი ლევან თაქთაქიშვილი• ჟურნალთან “ცხელი შოკოლადი” ისხენებს, ნამდვილად გამორჩეულია:
“ძნელია დედაზე ლაპარაკი, ალბათ იმიტომ, რომ დედაა და მასთან დაკავშირებული ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივი გგონია. პირველად, “ნატვრის ხე” როცა ვნახე, ძალიან ბევრი ვიტირე, თან მაშინ ლიკა აქ არ იყო და მეგონა, გარდაიცვალა.
არასდროს მივლია ლიკას მონაწილეობით გადაღებული ფილმების ჩვენებებზე, არც დეფილეებზე. ერთხელ, 8 წლის როცა ვიყავი, მეც გამომიყვანა ჩვენებაზე. მარტო იმიტომ დამამახსოვრდა, რომ რაღაც ქურთუკი ჩამაცვეს და მერე მაჩუქეს, ძალიან გამიხარდა.
ლიკა ყოველთვის ცდილობს ნაკლებად ჩაერიოს ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება იმიტომ, რომ თვითონ ცოტა სხვანაირად გაიზარდა. არ გზღუდავს იმიტომ, რომ თვითონაც უყვარს თავისუფლება. მაგრამ ადრე უფრო იცოდა, თუ გაიგებდა, რომ ვიღაცა მომწონს, მერე იწყებოდა ჩაციება – და ვინ არის? საიდან? რატომ? როგორ? უბრალოდ, როგორც კი ხედავდა, რომ ეს არ მსიამოვნებდა, მაღიზიანებდა, თავს მანებებდა.
დილას ყავით და სიგარეტით იწყებს, მერე ერთი საათი ზის და ფხიზლდება. სპორტული ტიპია, ერთი პერიოდი სულ დარბოდა, ვარჯიშობდა, ბევრს ცურავდა, ხატავდა. მე ლიკას ნახატები უფრო მომწონს, ვიდრე ჩანაწერები; ამ ბოლო დროს სულ წერს ხოლმე;
ძალიან მოსაბეზრებელი იყო – ეს ლიკას ბიჭიაა… შენ კი დებილივით დგეხარ და იღიმები.”