მწერალი დათო ტურაშვილი ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრშია, მუდმივად საუბრობს ყველაზე აქტუალურ მოვლენებზე და აქციებზეც ხშირად დგას:
“რას არ მაბრალებდნენ აქციების გამო – ხან ნარკომანობას, ხან იმას, რომ ვიღაცის ინტერესებს ვატარებდი…
კაგებე-ში დაკითხვაზე მეკითხებოდნენ – ვინ გმართავსო?
– ვინ მმართავს და ვაჟა-ფშაველა, შოთა რუსთაველი, ილია ჭავჭავაძე-თქო…”