19 თებერვალი, 2023

უძვირფასესი სიტყვები მარო მაყაშვილს

სამშობლოს შეწირულ ეროვნულ გმირს – მარო მაყაშვილს უძვირფასესი სიტყვები მიუძღვნა რაჟდენ გვეტაძემ:

“ტირილი პროსპექტზე მთვარიან ღამეში”

(მარო მაყაშვილს)

მე არ გიცნობდი ამორძალო, სწორო თამარის.
მაქვს სანანებლათ თქვენი სახის უნახველობა.
მაგრამ ამბობენ: რაჶაელის უნდა ხელობა
თქვენს ნამდვილ პორტრეტს, დღეს რომ ვარდი ფარავს სამარის.
ო, არ დაგცალდა ნაზი ცქერა მზიან კამარის,
და როს იგრძენი: გშორდებოდა უნაღველობა,
გტანჯავდა უხმოთ განწირული ბედის ქველობა
და სიყვარული საქორწილო თეთრი ქამარის.
მოსჩანს მთვარეზე ხმალგამტყდარი მამაცი ჯარი –
და უჩვევ შიშით ვეფარები ქვის მოაჯირებს:
მოულოდნელათ თქვენს სასთუმალს მოძვრება ჯვარი.
ვით ქაფის სვეტი წამოდგები გაშლილ ქოჩორით
და გულდაწყვეტილს, მოგონებით დიდხანს გაჩერებს:
ქოროღლის ციხე. ტაბახმელა. რუხი კოჯორი.”