27 თებერვალი, 2023

უძვირფასესი პრემია ბექა გოჩიაშვილს

უნიჭიერეს ჯაზმენს ბექა გოჩიაშვილს მისთვის ძალიან ძვირფასი პრემია მიენიჭა:

“გადმომეცა გია ყანჩელის სახელობის პრემია. ძალიან დიდი პატივი და ბედნიერებაა ეს პრიზი ჩემთვის, თან მნიშვნელოვანიც.

გია ყანჩელი გავიცანი 10 წლის ასაკში და მერე თქვენც იცით, როგორი ერთგული მრევლი ვიყავი და ვარ მისი შემოქმედების. ძალიან დიდი მადლობა, პირველ რიგში, უკვდავ გია ყანჩელს. დიდი მადლობა ბადაგონს, დიდი მადლობა ჩემს ძმას გიორგი ცაგარელს, თეონა ჯორბენაძეს, ნიკოლოზ რაჭველს, ნინო ნახუცრიშვილს, მადლობა სანდრო ყანჩელს მეგობრობისთვის და მუსიკალური ნდობისთვის.

შემდეგი პრიზი GRAMMY ჩემზე იყოს, თქვენს სახელზე.”