17 თებერვალი, 2023

ყველაზე ორიგინალური ტარიელ ჭანტურია

პოეტ ტარიელ ჭანტურიას შემოქმედება სავსეა ორიგინალური ლექსებით.

“არტ ინფო” მის საბავშვო ლექსს გთავაზობთ:

“ის ბავშვობა გამახსენდა:
– მაგის დედა მოტაო!
ზოგმა ბევრი დამიშავა,
ზოგმა კიდევ – ცოტაო!
კაათ მახსოვს ბავშვობიდან:
– მაგის დედა მოტაო!
– დედამ რაღა დაგიშავა,
ბიჭო, რეებს ბოდავო!
– როგორ რა დამიშავა,
მაგის დედა მოტაო! –
შოკო – ყველას ბევრი და
მე – ყველაზე ცოტაო!
მე ყველაზე ცუდი ვარ? –
მაგის დედა მოტაო!
გინებაა, როგორც ჩანს,
დღეს მთავარი მოდაო!
– გინებაა! – კი-კი-კი!
მეც დავრწმუნდი, ჰოდაო,
თუკი მართლა მასეა,
მათი დედა მოტაო! –
იმის დედა მოტაო,
ყველას დედა მოტაო!”