მართალი მწერალი – ასე მოიხსენიებს მკითხველი ოტია იოსელიანს.
“არტ ინფო” მის პატარა ჩანაწერს გთავაზობთ, რომელიც სამშობლოს ჭეშმარიტ სიყვარულს ეძღვნება:
“თუ სამშობლო ჭეშმარიტად გიყვარს და ვერავისთვის გაგიმხელია, ტყის პირას, ბუჩქის ძირში თავდაღმა დაწექი, (ნაწვიმარიც რომ იყოს, მაინც დაწექი), ყურისტოლა ორმო ფრჩხილებით ამოჩიჩქნე და სამჯერ ჩასძახე, ჯადოსნური კი არა, გულწრფელი სიტყვა: მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მაშინვე წააყარე მიწა და დაიმახსოვრე ის ადგილი. იცოდე, იქ ყოველ გაზაფხულს ია ამოვა.”