23 თებერვალი, 2023

ნანა ჩაჩუას უძვირფასესი სიტყვები

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანეს და უძვირფასეს სიტყვებს გვიზიარებს:

“სხვას რატომ ელოდები, შენ თვითონ თქვი, რომ გიყვარს, პატივს სცემ, გინდა გულში ჩაიკრა, რატომ უნდა დააგვიანო?

არასოდეს არ გადადოთ ის, რაც თქვენი გასაკეთებელია. იქნებ ხვალ აღარც ვიყოთ და რატომ დავაგვიანოთ? მაგრამ თუ ცუდი რამ გაქვთ სათქმელი, დაყოვნდით, არ თქვათ, შეიძლება ხვალ რამე შეიცვალოს.

ასეთი ფრაზა მაქვს, “ღმერთო, გთხოვ, ნუ გამომიყვან ჩემი თავიდან, დამეხმარე, რომ ვიყო საკუთარ თავში.” თუ ნებისმიერი ადამიანი საკუთარ თავში იქნება, ის არის უტყუარი და შეუმცდარი. ჩვენი შეუმცდარობა ისიცაა, როცა გვინდა, რომ არ შეგვეშალოს.

გიყვარდეთ თქვენი თავი, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ ებრაული შეგონებისა არ იყოს, თუ თქვენი თავი არ გიყვართ, სხვა ვის შეიყვარებთ?! თუ სხვა არ შეიყვარეთ, თქვენ ვინ შეგიყვარებთ?!”