21 თებერვალი, 2023

ლია კაპანაძისა და დოდო აბაშიძის ამბავი

მსახიობი ლია კაპანაძე ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებს მისი და დოდო აბაშიძის პირველ შეხვედრას:

“მახსოვს, დოდო პირველად რომ ვნახე, მისთვის, როგორც მამაკაცისთვის ისე არ შემიხედავს. პირველი შეხვედრა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმის “მაცი ხვიტია” გადაღებებზე მოხდა. არც კი დავლაპარაკებივართ ერთმანეთს.

დოდო ისეთი საინტერესო, ისეთი გამორჩეული და ისეთი განსაკუთრებული ადამიანი იყო, ისეთი მოუბარი, რომ გარშემო ყოველთვის ხალხი ჰყავდა, აუდიტორიას ყოველთვის იკრებდა ხოლმე…

მახსოვს, გადაღების შემდეგ, სამეგრელოში დაგვპატიჟეს, იმ სუფრაზე თამადა სწორედ დოდო იყო. სტუმრად ყველანი გადასაღები მოედნიდან წავედით, ძალიან დაღლილი ვიყავი. თავიდან სტუმრად წასვლა არ მინდოდა, მერე ვიფიქრე, სუფრიდან მალე გამოვიპარები-მეთქი, მაგრამ დოდოს თამადობა რომ ვნახე, დაღლილობაც დამავიწყდა და ყველაფერიც – წამოსვლა აღარ მომინდა.”