18 იანვარი, 2023

უზუსტესად დანახული ქართველები მურმან ლებანიძისგან

პოეტმა მურმან ლებანიძემ უზუსტესად აღწერა ქართველები თავის ერთ-ერთი ლექსში:

“ხმამ, მსუყემ და ჯანიერმა,
მატარებელი შეჰყარა:
– ქართველები?!
რაც ხალხი ვართ,
იცის, ძამა, ქვეყანამ!
ორი კაცი სუფრას შეიქმს,
სამი კაცი –
ქეიფს!
ოთხი კაცი – არიფიონს,
ხუთი –
პარტიას!
ექვსი კაცი მანიფესტს ვწერთ,
შვიდი –
ქარტიას!
ჩვენ – რომ ასი კაცი ვიყოთ,
ჩვენ რომ –
ერთი პირი გვქონდეს,
არ გვცალოდეს საქილიკოდ,
თან –
ბილიკიც ბილიკობდეს,
მაშინ, მაშინ…”
– რაი მაშინ?!”
– რა და… ეუჰ, გიჟია!
მომაშორეთ აი ბავშვი,
ჩვენია თუ ალიფაშის,
თუ კაცი ხარ, ვისია?!
ჩემს თავს ველაპარაკები,
ჩემთვის ვყვები, ბიძია!”