20 იანვარი, 2023

უძვირფასესი სიტყვები ბუბა კიკაბიძეს

ბუბა კიკაბიძეს უძვირფასესი სიტყვები მიუძღვნა პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა:

“დააკლდა ქალაქს
დააკლდა უბანს
დააკლდა სცენას
დააკლდა კინოს
ვემშვიდობებით საყვარელ ბუბას
და მის საფლავთან წავაქცევთ ღვინოს
არ ასვენებდა სამშობლოს დარდი
თავის თეთრი თმის ყოველი ღერით
და მომღერალი ის იყო ნაღდი
ვის სიმღერებსაც
დღესაც ჩვენ ვმღერით
ამ დანაკლისსაც ჩვენ ვიგრძნობთ ხვალვე
სახეები რომ გვრჩება მჟავენი
ის იყო ჩვენი მედროგე პავლე
გინდა მიმინო გინდ ბენჟამენი
მისთვის მთავარი არ იყო ფული
და კიკაბიძე ის იყო გვარად
საქართველოსთვის სული და გული
და ესეთივე დარჩება მარად
“ტაია ტაია ვოტატაია და…”