26 იანვარი, 2023

მამუკა ჩარკვიანის საოცარი ვიდეო

მომღერალი და კომპოზიტორი მამუკა ჩარკვიანი პატარა ვიდეოში უმნიშვნელოვანეს საკითხზე – სინანულზე საუბრობს:

“სინანული მაგარი რამეა. როცა მეკითხებიან, რას შევცვლიდით, არაფერს ნანობთო? სულ ვამბობ, არაფერსაც არ შევცვლიდი-მეთქი, მაგრამ ახლა მინდა ვთქვა, რომ რაღაცეებს შევცვლიდი ნამდვილად რომ მქონდეს უკან დაბრუნების უნარი. ფიქრით ბრუნდები ადამიანი უკან, სხვა საშუალება არ არის, წინ შეიძლება გაიხედო, წახვიდე და გააკეთო ის, რაც ჩაფიქრებული გაქვს. ნათქვამია, უკან ორ რამეს ვერ დააბრუნებს ადამიანიო – სიტყვას და ტყვიას. ამიტომ სინანულით უნდა იცხოვრო ამქვეყანაზე. თანმდევი უნდა იყოს შენვთის სინანული.”