9 იანვარი, 2023

კარლო კაჭარავას უძვირფასესი სიტყვები

პოეტ კარლო კაჭარავას შემოქმედებაში ნამდვილად არის ჩანაწერები, რომლებიც ძალიან ძვირფასია.

“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ:

“ეს იყო ძალიან დიდი სიყვარული.
იმდენად ამაღელვებელი, რომ შეუძლებლია კარგად დამთავრებულიყო;
ქალმა მას დაურეკა, რომელიღაც საბჭოთა ქალაქის ფოსტიდან,
მძიმე, შავი ტელეფონით.
ეს იყო ზამთარში და სარკმელებს მიღმა თოვდა.
მისი ხმის გაგონებაზე კაცმა წერა შეწყვიტა
და სიგარეტს მოუკიდა,
თუმცა ამის კეთებისას
ყურმილი კინაღამ ხელიდან გაუვარდა.
ისინი ლაპარაკობდნენ იმდენად გულწრფელად,
რომ თითქოს ერიდებოდნენ ერთმანეთს.
ისინი ლაპარაკობდნენ მოსალოდნელ შეხვედრაზე,
მაგრამ არ უწყოდნენ,
რომ თვითმფრინავი, რომლის ფრენაც თოვლის გამო გადაიდო
ვერასოდეს აიღებდა გეზს სხვა ათასწლეულებისაკენ-
უფრო წინ – წარსულში, თუ უკან- მომავლისაკენ.
ისინი ვეღარასოდეს ნახავენ ერთმანეთს
და თოვლიც ასე ვეღარასდროს იქნება მხოლოდ თოვლი.”