18 იანვარი, 2023

გაიზიარეთ ნინო ხარატიშვილის სიხარული

მწერალმა და რეჟისორმა ნინო ხარატიშვილმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული პრემია მიიღო.

ქართველი მწერალი გერმანული ლიტერატურული პრემიით – კარლ ცუკმაიერის სახელობის მედლით დააჯილდოვეს. ჯილდო ნინომ გერმანული ენისა და მხატვრული სიტყვისადმი დამსახურებისათვის მიიღო.

გერმანელი მწერლის კარლ ცუკმაიერის სახელობის მედალი 1979 წლიდან გაიცემა და მისი მფლობელი არაერთი ცნობილ მწერალი და პოეტია.