უნიჭიერესი ნიაზ დიასამიძე მარტო ფორტეპიანოზე კი არ უკრავდა ან ლექსებს კი არ წერდა, ან კი არ აქანდაკებდა, მისი მთავარი ნიჭიერება მოსწრებული სიტყვა-პასუხი იყო.
ერთხელ ნიაზს ჰკითხეს:
– იუზგარ! რა სახელია, ტო, ნიაზი?
ნიაზი არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა:
– რევოლუციამდე კნიაზი ვიყავი. რევოლუციამ გამაკულაკა, ასო კ-ც წაიღო და დავრჩი ეგრე ნიაზი.
გიზო ნიშნიანიძემ მას არაჩვეულებრივი სიტყვები უძღვნა:
ნიაზი ქალაქს ისე უხდებოდა,
როგორც ნიავი დილის…
მე დავავიწყდები, შენ დაავიწყდები,
ის არ ავიწყდება თბილისს.