23 იანვარი, 2023

ბესიკ ხარანაული: “როგორ ვიცხოვრო?”

ამ კითხვას პოეტი ბესიკ ხარანაული სვამს და პასუხსაც თავად სცემს:

“როგორ ვიცხოვრო?

მერიდება ხოლმე ვაჟასი,
როცა მრავალი საწუხარი, რაც მას ჰქონდა,
ახლაც ცოცხალია.
მერიდება,
როცა ბრაზი მომედება
დღევანდელი ცხოვრების ამბებზე.
მერიდება,
რომ დრო გავიდა,
და მძიმე ყოფა მწერლისათვის
ანდერძივით შეუცვლელია.
მერიდება,
რადგან ვაჟა ჩემთვის ძალიან დიდია,
და , მისი წვალებაც, ალბათ, იყო უფრო ნამდვილი.
რომ ამოვიკვნესებ,
მახსენდება ბარათაშვილი,
მერიდება,
რომ სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა.
ხარებს, ნალოზე შებმული აპეური რომ გაუწყდება
და არ მოუხედვენ, და, წავლენ მსუბუქად,
მე, ყინვისგან დამზრალ ხელებს უსასოოდ ვიქნევ ჰაერში,
და, არ ვიცი, ვის მივმართო, ვის მოუწოდო:
მახსენდება ჩვენი მეფე-პოეტები,
ცალკე ხმალში, ცალკე კალამში,
და, მერიდება მათი სინამდვილის.
სამშობლოში რომ ვარ, და, სამშობლო რომ მენატრება,
მახსენდება გურამიშვილი,
ვეუბნები: „ კარგი ჰქენ, რომ არ ჩამოხვედი!“
როგორ ვიცხოვრო?”