1 დეკემბერი, 2022

სასიხარულო ამბავი ილია ჭავჭავაძეზე

ილია ჭავჭავაძეზე კარგ და სასიხარულო ამბავს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ავრცელებს:

“ერთი კარგი და სასიხარულო ამბავი: ხელოვნების სასახლემ – კულტურის ისტორიის მუზეუმმა ილია ჭავჭავაძის უნიკალური ხელნაწერი შეისყიდა… ეს არის ილიას ამაღელვებელი წერილი სათაურით “ზოგი რამ”…

ავტოგრაფი შესწავლილია ექსპერტების მიერ, ხელნაწერის ავთენტურობა დადგენილია…

დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს, პირადად მინისტრს და მის შესანიშნავ გუნდს, უმოკლეს დროში შეუძლებელი რამ შეძლეს და ჩვენი ერის მამის ძვირფასი ხელნაწერი ეროვნულ კოლექციას რომ შემატეს…

ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ.”