18 დეკემბერი, 2022

საქართველოს უნიკალური რუკა გიორგი კალანდიასგან

ისტორიკოსი გიორგი კალანდია საქართველოს უნიკალურ რუკას წარმოგვიდგენს, რომელიც 1688 წელს ვენეციელი ვინცენზო კორონელის მიერ ბავარიელი პრინცის გლობუსისათვის შეიქმნა:

“დანამდვილებით ვერ ვიტყვი, თუმცა დიდი ალბათობით ამ რუკასთან შეხება ქართველ მეცნიერებს დღემდე არ ჰქონიათ. ის 1688 წელს ვენეციელი ვინცენზო კორონელის მიერ ბავარიელი პრინცის გლობუსისათვის შეიქმნა…

ასეთი საქართველო ამ პერიოდის რუკებზე მე მანამდე არ მინახავს, ის ორ ზღვას შუაა გადაჭიმული, საქართველოს ტერიტორია ჩრდილოეთ კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროს თითქმის ყირიმის ნახევარკუნძულამდე მიუყვება, სამხრეთით ვანის ტბამდეა ჩასული, აღმოსავლეთით შამახიას და კასპიის ნაპირებს ესაზღვრება…

აქვე კიდევ ერთი საინტერესო დეტალი – აფხაზების სამოსახლო სოჭის ზემოთაა ( წარწერა Sochisum) ნაჩვენები.

მოკლედ, დიდი მადლობა ბავარიის სახელმწიფო მუზეუმს, რომ ამ გლობუსზე მუშაობის საშუალება მომცა.”