გრიგოლ რობაქიძე ემიგრანტებზე

მწერალი გრიგოლ რობაქიძე პოლიტიკურ ემიგრანტად იქცა და მონატრებულ სამშობლოს ულამაზესი ლექსი მიუძღვნა:

„საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა,
მას თან გაჰქონდა ერთი მუჭა მიწა მარადის.
შენ მუჭა მუჭა გაგიტანეს საქართველოდან,
ქართულო მიწავ ალბათ მიტომ დაპატარავდი.
ვარ საქართველოს გულდამწვარი ჭირისუფალი,
ერის ბრწყინვალე მომავალით მსურს გავიხარო.
თუ საქართველო არ მენახოს თავისუფალი,
ფერფლად ქცეული დამენახოს მთელი სამყარო.“