2 დეკემბერი, 2022

დათო ევგენიძის უძვირფასესი სიტყვები

კომპოზიტორი დათო ევგენიძე არაჩვეულებრივი პოეტია. მისი ლექსები ათასობით მკითხველს მოსწონს.

“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გიზიარებთ:

“უფალო …
დავდივარ შენი გზით
უფულოდ…
აღარც სახლი მაქვს
აღარც ქონება…
მე მხოლოდ ის მაქვს
რაც შენ მაჩუქე….
შენი მადლი და
შენი გონება…
შეიკონება
ეს ცა შენი მზით –
მე იმედი მაქვს –
მოგეწონება…
შენი შვილი ვარ –
თანხმოვანი ვარ
და ამაჟღერეს
შენმა ხმოვნებმა…
მადლობელი ვარ
მე ამ სიზმრისთვის –
ეს რასაც გაწვდა
ჩემი გონება…
ის რაც მაჩუქე
მაღალო ღმერთო…
ჩემი არასდროს
არ მეგონება…”