ქართული სამეტყველო ენა სულ უფრო დიდი საფრთხის წინაშეა – ქართული სიტყვები ინგლისურმა სიტყვებმა აქტიურად ჩაანაცვლა, არადა ბრძენი ოტია იოსელიანი ბრძანებდა – ამ ენაზე “ვეფხისტყაოსანი” დაიწერა და თქვენ არ გეყოთ საბჟუტუროდ?!
“არტ ინფო” გთვაზობთ იმ სიტყვების ჩამონათვალს, რომლებიც ქართული სამეტყველო ენაში ყველაზე ხშირად გამოიყენება:
მესიჯი – შეტყობინება
ივენთი – წვეულება, ღონისძიება
დალაიქება – მოწონება
ფეიკი – ყალბი
დაშეარება – გაზიარება
ფოლოუერი – მიმდევარი
კრეატიული – შემოქმედებითი
სტაფი – პერსონალი, თანამშრომლები
თიმი – გუნდი
კორექცია – შესწორება, ჩასწორება
იმიჯი – სახე
სმაილი – ღიმილი
სექენდ ჰენდი – მეორადი
ფიდბეკი – უკუკავშირი
სენსიტიური – მგრძნობიარე
ვიზიტორი – სტუმარი, მნახველი
სეილი – ფასდაკლება
ქასთინგი – შერჩევა
არტი – ხელოვნება
არტისტი – ხელოვანი
რელაქსაცია – დასვენება
რელევანტური – შესაფერისი, შესაბამისი
ლეტალური – სასიკვდილო
დატესტვა – გასინჯვა, შემოწმება
სუპერვაიზერი – ზედამხვედველი
კრედიბილური – საიმედო, სანდო, სანდომიანი
კონსისტენციური – მდგრადი, მუდმივი, მყარი
კონსისტენცია – შემადგენლობა, შემცველობა
მანუალი – სახელმძღვანელო