22 დეკემბერი, 2022

არჩილ სულაკაური გალაკტიონ ტაბიძეზე

პოეტმა და პროზაიკოსმა არჩილ სულაკაურმა პოეზიის მეფეს – გალაკტიონ ტაბიძეს გამორჩეული ლექსი მიუძღვნა:

“ვიცან, გალაკტიონ, შენში აკტეონი.
გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ტ ა ბ ი ძ ე

გარდამხდა გარდასახდელი,
ანი,
ბანი და
განი და…
საჩინო იქმნა ყოველი
მთელი სიგრძით და განითა.
ჩემმა დაზრდილმა ლეკვებმა
მდიეს,
მდიეს და
მდიესო,
ხანი არ მომცეს შვებისა,
არცა რა მაპატიესო,
ცოცხალს რომ ვერა დამაკლეს,
სამარის კართან მძლიესო,
როცა ქვა გულზე დამადეს,
უკვდავად მიმიჩნიესო.”