7 ნოემბერი, 2022

უნიჭიერესი რუსლან მიქაბერიძე

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მსახიობი რუსლან მიქაბერიძე ძალიან კარგ ლექსებს წერდა და კრებულებადაც გამოსცემდა.

“არტ ინფო” ხელოვანის ლექსს “არ დაიცალო” გთავაზობთ:

“რაც სულის საგზლად არ გამოდგება
იმისთვის თავი არ გაიწვალო
წვრილმან, წარმავალ წარმატებისთვის
არ დაისვარო, არ დაისვარო.
რაც უნდა ბევრი შემოგაძლიონ
არ გაიყიდო, არ გაიცვალო
რომ წუთისოფლის ბოლო წამებში
სირცხვილ-სიმწარით არ დაიცვარო.
გაცემ-დაცემის უმძიმეს დროშიც
სასოებისგან არ დაიცალო
შენს შეცოდებებს ეომე შენში
სხვისი ცოდვები არ დაითვალო
რადგანაც ცალკე დაგბადა ღმერთმა
და უნდა ცალკე გარდაიცვალო.”

FISTING · RECIPE · SLEEP