11 ნოემბერი, 2022

უნიჭიერეის თემურ ელიავა

პოეტ თემურ ელიავას მრავალფეროვან შემოქმედებაში ნამდვილად გამორჩეულია ლექსი “მარტის ამარა”:

“გალაკტიონს ნუ მიკითხავ, დამღალა.
გაიტანეთ ოთახიდან წიგნები!
ზამთრის კვნესა მიწას სხივმა ახარა,
შენ ამ დღიდან გაზაფხული იქნები.
მინდა შენი ფერიების სიმღერა,
რომ მთვარეულს ბოლო მთვარეს გპარავდე.
დამასიზმრე მზის ფიალა სხივება,
მიმიყვანე შორი ტაძრის კარამდე.
დავასრულე ფუჭი ღამის ტრაური,
ალიონის დიად სივრცეს ვეღირსე.
გამოაღეთ კარიბჭენი ტაურის,
ვაგვიანებ ანგელოზთა მეჯლისზე.
ფიქრმა ქუჩა ტირიფებად დახარა,
ოთახიდან გატანილი სამყარო.
სახარებას ნუ მიკითხავ, დამღალა…
მზეზე მინდა გესაუბრო, მაღალო!
მინდა ღამე, ოღონდ ღამე უძილო,
მინდა მთვარით ცას დასმული წერტილი,
მინდა ფიქრი, ტბაზე ჩემი უძირო,
ზეცა მინდა, ოღონდ ფეხქვეშ თელილი.
მიწის გუნდას მზით ამოთხრის სიღრმიდან
გუმბათებზე სხივთა ცეკვა უგალობს.
იუდას რომ სული ვერცხლად უღირდა,
თავმდაბლობა ნახე მისი, უფალო.
დარჩა ქუჩა გიჟი მარტის ამარა,
დარჩნენ ქარში გაცვეთილი წიგნები.
ზამთრის კვნესა მიწას სხივმა ახარა,
შენ ამ დღიდან გაზაფხული იქნები.”