2 ნოემბერი, 2022

ნუგზარ რუხაძის საგანგებო განცხადება

მსახიობი და ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე თითოეული ქართველისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლემას ეხმაურება:

“მადლობა ღმერთს, საქართველოს ჰყავს ენათმეცნიერები და ლექსიკოგრაფები, ვინც ხმალამოღებული ებრძვის ისეთ ლინგვისტურ მამაძაღლებს, როგორებიცაა: ბარბარიზმები, კალკები და სხვა ენებიდან შემოპარული ათასი ჯურის სიტყვები და ფრაზები.

პატივცემულო სახელმწიფოვ და ძვირფასო მეგობრებო, ვისთვისაც ქართული მშობლიურია, მინდა გთხოვოთ, როგორმე, მოვამძლავროთ ქართული ენის დაცვის რესურსი, რაც ოდნავადაც არ ნიშნავს იმას, რომ ცერბერივით დავდგეთ ჩვენი მშობლიური ენის კარიბჭესთან და არ გავაჭაჭანოთ შიგნით არცერთი ნეოლოგიზმი და უაზროდ გადავეღობოთ ქართულის განვითარებას. პირიქით, გზა მივცეთ საჭირო უცხოურ ლექსიკას, რომლის გარეშე ჩამოვრჩებით და ავლაგმოთ ის, რაც გვინაგვიანებს სანუკვარ ქართულს, ჩვენი კულტურის ფესვსა და საყრდენს.

თქვენ რომელი უცხოური წარმოშობის სიტყვები და კალკები, გჭრით ყურს ?დავამკვიდროთ მათი ქართული შესატყვისები. ვიბრძოლოთ ქართული ენის სიწმინდისა და გამდიდრებისთვის, ენაზე ძვირფასი რა გვაქვს! მივყვეთ ნელ-ნელა, იქნებ, მართლა გამოგვივიდეს რამე.”