მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში სასურველი სტუმარია. მის კონცერტებზე დასასწრები ბილეთები ელვის სისწრაფით იყიდება, ჟურნალისტები ინტერვიუს წერენ, ტელევიზიები გადაცემებს უძღვნიან…
მუსიკოსი იტალიურმა ტელევიზიამ “რაი 1”-მა სტუმრად მიიწვია. გადაცემა ლიზას შემოქმედებით კარიერას მიეძღვნა – ბავშვობიდან დღემდე.
როდესაც საუბარი რუსეთს შეეხო, ქართველმა მევიოლინემ საამაყო განცხადება გააკეთა – რუსეთში არანაირი თანხის გამო არ დაუკრავს.