20 ნოემბერი, 2022

გაიცანით უნიჭიერესი ცირა თოლორდავა

ცირა თოლორდავა ერთ-ერთია იმ უნიჭიერეს ქართველთა შორის, რომელსაც  ჩვენი საზოგადოება არ იცნობს.

კიდევ ერთი საოცარი ქართველი ნინო ჟვანიამ გაგვაცნო:

“საოცარი გოგო გავიცანი რიგაში – ცირა თოლორდავა… სწავლობს სამედიცინო ინსტიტუტში, მე-6 კურსზე და თან… მღერის… საოცრად მღერის.

თურმე საბავშვო “ვოისი” მოუგია აქ, “ნიჭიერში” კი ფინალში გასულა, მეორე ადგილი აუღია.

ბოლო წუთამდე ფიქრობდა კონსერვატორიაში ჩაბარებაზე და ბოლოს მაინც სამედიცინო გადაუწყვეტია ექიმების შვილს . მომავალი ქირურგია.

ქართული დუეტები ვიმღერეთ ერთად და გული შემეკუმშა… ჯერ ერთი, მხოლოდ მეგრელ ქალებს რომ აქვთ, ისეთი ტკივილი აქვს ხმაში, და მეორეც, აი, ასეთი ხმა როგორ დავკარგეთ მუსიკოსებმა?! მთელი საათი “ვაბამდი” ჩვენსკენ გადმოსულიყო და არ ვიცი, რა გამომივიდა.

მაინც იმედი მაქვს, რომ მე-6 კურსის დამთავრების შემდეგ ჩვენსკენ გამოიხედავს, მანამდე კი იყოს აქ 17 წლის მეგრელი გოგონას გულით ნამღერი ლაღიძის შედევრი “განთიადი”….”