პოეტ ზაურ ბოლქვაძის შემოქმედებაში ბევრი გამორჩეული და განსაკუთრებული ლექსია, თუმცა “არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გაგიზიარებთ:
“მიყვარს გალობა ჩიტების ..
მიყვარს გალობა ჩიტების,
სიამოვნებით ვისმენ.
ღმერთს რაღაცაში ვჭირდებით,
არ გაგვაჩენდა ისე!
დგახარ მწვერვალზე დიდების
გაოცებული ისმენ:
ღმერთს რაღაცაში ვჭირდებით,
არ გაგვაჩენდა ისე!
ვდგავარ მწვერვალებზე დიდების
და ჩემსავე ხმას ვისმენ:
ღმერთს რაღაცაში ვჭირდებით,
არ გაგვაჩენდა ისე.”