15 ოქტომბერი, 2022

უნიკალური აღმოჩენა ვაჟა ფშაველასთან დაკავშირებით

ვაჟა ფშაველასთან დაკავშირებით უნიკალური აღმოჩენა გაკეთდა.

ლელა რაზიკაშვილი, ვაჟა ფშაველას შთამომავალი:

“ფაქტიურად აღმოჩენაა ეს და უსაზღვრო მადლობა იმ ოჯახს, იმ ადამიანს ვინაც ეს ფოტო შემოინახა!

მე არ ვარ ექსპერტი ამ საკითხებში, მაგრამ ეს აუცილებლად ვაჟაა!

სახე, აღნაგობა, დგომის მანერა! ასე დაყრდნობილი ხირიმზე კიდევ ერთი ძალიან ცნობილი ფოტო გვაქვს სახლის წინ!

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ის თავხევისბერი იყო და უმისოდ ხატობები არ ტარდებოდა!

თან მაშინ მთაში ფოტო დიდი იშვიათობა იყო და ვაჟას გარდა, ფოტოგრაფი გადასაღებად თითქმის არავის გაყვებოდა!

ვერ ვიტყვი დანამდვილებით, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ესეც ქაიხოსრო ზანდუკელის იყოს, სწორედ მას აქვს ვაჟას ფოტოები დღესასწაულებზე გადაღებული!

რა საოცარია, კიდევ ერთხელ შემოგვეყარა აგერ, ამ ახალ საუკუნეში!!!”

ფოტოზე: 1911 წლის ლაშარობა და სალოცავში შეკრებილი ფშავლები