ცხოვრების მთავარი საიდუმლოს გასაღები ნუცა შანშიაშვილისგან

მომღერალმა ნუცა შანშიაშვილმა ცხოვრების მთავარი საიდუმლო პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანეს წერილში აგვიხსნა:

“მთელი ცხოვრება არის ერთი დიდი საიდუმლოება!

მარადიული კითხვები საკუთარ თავთან! ძიება შენი ჭეშმარიტი თვისებების, ხასიათის, იმისა თუ ვინ ხარ სინამდვილეში, ვისთან გინდა რეალურად ერთად ყოფნა, ვინ გიყვარს და ვის უბრალოდ არქმევ, რომ გიყვარს! ჭეშმარიტია თუ არა შენს გულში შენი მოყვასის სიყვარული, თუგინდ ოჯახის წევრების ან საერთოდ მეგობრების მიმართ!

რატომ არის ამდენი განსაცდელი შენს გარშემო და რატომ გაყურებინებს ხშირად შემქმნელი ფილმს, რომელშიც ადამიანები იტანჯებიან?

კითხვებს მოყვება ისევ კითხვები, შემდეგ კი სიჩუმე და ახალი დღე, რომელშიც შემოჭრილი მზის სხივი გაძლევს იმედს სიცოცხლის მომავალი განწმენდის და ბედნიერების ეტაპისა, თუმცაღა ესეც ხანდახან ილუზორული ფარდის ქვეშ იმალება!

თითქოს და რაღაცას მისდევ, გინდა მოასწრო ყველაფერი და რატომღაც ყველაზე ძვირფასი წუთები კი ყველაზე სწრაფად მიქრიან, გეფანტებიან თითებს შუა თბილი ქვიშასავით და მაინც ელოდები ახალ დღეს!

ალბათ ეს სურვილი არის ის გაჩეხილი გზა, რომელიც ერთიანდება მარტო გულში და იმ მომენტში, როდესაც გრძნობა შემოდის შენში!

ცხოვრების აურზაური, ტკივილი, სიძულვილი იფარება მარტო ერთი გრძნობით!
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი თ!
სიყვარული გვაძლებინებს ყველაფერს!”