18 ოქტომბერი, 2022

სერგი დანელიას დაუჯერებელი წინასწარმეტყველება

ლიტერატურათმცოდნე სერგი დანელია ჯერ კიდევ წინა საუკუნეში წერდა იმ სენზე, რომელიც XXI საუკუნეში კიდევ უფრო აქტუალურია:

“ვცხოვრობდით დაფანტულად, გათიშულად, ერთიმეორისა არა გვესმოდა…

ქართველებს არ გვქონდა სიტყვა სინდისი, ის ბერძნული სიტყვაა, სხვებისგან გვისესხებია… ისტორიულ ერს ის საკუთარი უნდა ჰქონდეს. ვინაიდან სინდისი არის დუღაბი, ურომლისოდაც ისტორიის კოშკი არ აშენდება…

იყო მასალა, იყო აგურები, მაგრამ არ იყო დუღაბი, არ იყო საერთო სული, ყველა აშენებდა ,,თავისთავისათვის“. ქართველების ციხე ერთი და იმავე მიზეზის გამო ინგრეოდა.”